გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲗᲔᲠᲯᲝᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲩᲮᲐᲠᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

4 ოქტომბერი — ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

ჩვენი ეკოკლუბი ყოველთვის აქტიურად ზრუნავს ოთხფეხა მეგობრებსა და ბუნების მრავალფეროვნებაზე! ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა:ქრისტინე შვანგირაძემ და მარიამ ვერულაშვილმა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოამზადეს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის. პრეზენტაციის ფარგლებში ვრცლად განხილულ იქნა ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხები, მათი უზარმაზარი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა დედამიწის ეკოსისტემაში, ბალანსის შენარჩუნებასა და ბუნებრივ ჰაბიტატებში. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ პატარა, მაგრამ ყოველდღიურ ნაბიჯებზე, რომლითაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მათზე ზრუნვა, პატივისცემა და სიყვარულის გაზიარება. ამასთანავე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიუსაფარი ცხოველების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა და მათი მზრუნველობით უზრუნველყოფის აუცილებლობას. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჰუმანური და მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ცოცხალი სამყაროს მიმართ, რადგან ბუნების დაცვა სწორედ სიყვარულსა და თანაგრძნობაზე იწყება!

იტვირთება…