გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #6

ᲡᲡᲘᲞ Ქ. ᲒᲝᲠᲘ N12 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

სუფთა წყალი და სანიტარია — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პრეზენტაცია სასმელი წყლის შესახებ.

3 ნოემბერს ეკოკლუბის წევრებმა ქ. გორის N12 საჯარო სკოლაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია სასმელი წყლის მნიშვნელობისა და მისი დაცვის შესახებ. კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, რომ სუფთა წყალი აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და გარემოსთვის. პრეზენტაციაში განმარტებული იყო, როგორ შეიძლება წყლის დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ქიმიური ნივთიერებებითა და დაუდევარი ქცევით. ასევე აღინიშნა, რომ დაბინძურებული წყლის გამოყენებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. აქტივობის მიზანი ცნობიერების გაზრდაა, მოსწავლეებმა გაიგეს, რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის გაფრთხილება, ონკანის დაკეტვა, მდინარეებისა და წყაროების დაცვა და ნარჩენების სწორად მართვა. ეკოკლუბის წევრებმა ყველას მოუწოდა, დაზოგონ სასმელი წყალი და გაუფრთხილდნენ ბუნებრივ რესურსებს. მათ მოუწოდეს წევრებს, რომ მცირე ყოველდღიური მოქმედებებით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს სუფთა წყლის შენარჩუნებაში. წყალი ჩვენი საერთო სიმდიდრეა და მისი დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა დღესაც, ხვალაც და მომავალშიც.

აქტივობა 02

კონფერენცია

კონფერენციამ წყლის ხარისხსა და მნიშვნელობაზე ათზე მეტი სკოლა გააერთიანა

23 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკო კლუბებმა ათზე მეტი პრეზენტაცია და კვლევა წარადგინეს კონფერენციაზე, რომელიც ტრადიციულად უკვე მეოთხე წელია ტარდება.

კონფერენციის თემა იყო ,,წყალი, როგორც სივოცხლის წყარო” და მდგრადი განვითარების მე 6- მიზანს პასუხობდა. აღნიშნული კონფერენციით სკოლებმა დახურეს 2026 წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის თემაც.

დასკვნითი კონფერენცია ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ Გორის N9 საჯარო სკოლის ინიციატივითა და ამავე სკოლის ეკო კლუბის ხელმძღვანელის ლელა Ბედოშვილი თაოსნობით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის 10 ზე მეტმა სკოლამ მიიღო, სადაც ეკოკლუბის ეკომეგობრების მიერ წარდგენილი იქნა თემა წყლის ხარისხის შესახებ. კლუბი ეკომეგობრები წელიწადში ორჯერ იღებს მონაწილეობას და ამ ფორმით ცდილობს გაზარდოს ჩართულობა გარემოსდაცვითი აქტივობების მინართ, ხაზი გაუსვას პასუხისმგებლიანი საზოგადოების მნიშვნელობას, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების აუცილებლობასა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

ყოველწლიურად ერთობლივ კონფერენციაში, გორის მუნიციპაკიტეტოს ათამდე სკოლა ერთვება და სერტიფიკატებით ჯილდოვდება.

აქტივობა 03

ვიზიტი ჟინვალის წყალსაცავზე.

წყალი სიცოცხლეა, ხოლო მისი სისუფთავე — ჩვენი მომავალი“

გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოკლუბი ეკომეგობრები აქტიურად არის ჩართული მასშტაბური და უაღრესად მნიშვნელოვან პროექტის — „სუფთა წყალი და სანიტარია“ განხორციელებაში, რომელიც სტარტს 2026 წლის ივნისში იღებს.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, ბუნებასთან უშუალო კონტაქტისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, 2026 წლის 27 სექტემბერს პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ეკო-აქტივისტები გაემგზავრნენ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და წყლის რესურსებით მდიდარი კუთხის დასათვალიერებლად.

მოსწავლეებმა მოინახულეს:

ანანურის ისტორიული კომპლექსი — სადაც წარსულის დიდებულება და ბუნების სილამაზე ერთმანეთს ერწყმის;

ბაზალეთის ტბა — საინტერესო ეკოსისტემითა და ლეგენდებით მოცული ბუნებრივი წყალსატევი;

ჟინვალის წყალსაცავი — რეგიონის უმნიშვნელოვანესი წყლის არტერია და ენერგორესურსი.

ეს გასვლა ჩვენი ეკოკლუბის წევრებისთვის არ ყოფილა მხოლოდ შთამბეჭდავი მოგზაურობა — ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ წყლის რესურსების მნიშვნელობა, ეფიქრათ მათ მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ეკოკლუბი ეკომეგობრები და პარტნიორი სკოლები კვლავაც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად!

იტვირთება…