უსაფრთხოება ცოდნით იწყება!
უსაფრთხოება ცოდნით იწყება! 31 ოქტომბერს სკოლის დირექტორის,ბატონ ნოდარ იარღანაშვილის ინიციატივით, სკოლის თვითმართველობის და ეკოკლუბის ჩართულობით სკოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებისა და მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა და პრაქტიკული სწავლება. მოსწავლეებმა და სკოლის თანამშრომლებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხანძრის დროს უსაფრთხო ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირების შესახებ. თეორიულ ნაწილს მოჰყვა პრაქტიკული აქტივობა -სკოლაში მოეწყო სიმულაციური სახანძრო განგაში, რომლის დროსაც მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოსცადეს მიღებული ცოდნა. დღე ძალიან საინტერესო, აქტიური და შემეცნებითი აღმოჩნდა!
უსაფრთხო სკოლა - ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა!
უნდა აღინიშნოს,რომ ეკოკლუბი ეკომეგობრები უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ქ.გორის საგანგებო სიტვაციების ადგილობრივი მართვის სამსახურთან, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკი შემცირება სწორედ ცოდნით და პრაქტიკული გამიცდილებით შეიძლება.
( იხ. ვიდეო )