ეკოკლუბის სამუშაო შეხვედრა.
30 ოქტომბერს სსიპ ქ. გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ეკომეგობრების ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი ნიკო კეცხოველის პრემიის,ახალი საკონკურსო წლის გზამკვლევის განხილვა იყო. კლუბის წევრებმა, ხელმძღვანელმა და სკოლის თვითმართველობის წევრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ახალ საკონკურსო წელთან დაკავშირებით, გზამკვლევის განხილვის დროს ყურადღება გამახვილდა წლევანდელი წლის მთავარ მიზანზე,რომელიც ტყეებს, სახეობებს და ქალაქების მდგრად მართვას ეხება. ჩვენი ტყეები, ხეობები, მდინარეები, მთები და მათში გავრცელებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობები უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს ქმნის. ეს სიმდიდრე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგანძურია, არამედ საერთო პასუხისმგებლობაც, რომ ის მომავალი თაობებისთვის შევინარჩუნოთ. ასევე ახალ წევრებს გავაცანით კონკურის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, თუ რამდენად მნიშვბელოვანია,აქტიურობა და ჩართულობა. დაიგეგმა სამომავლო განსახორციელებელი აქტივობები. პირველი აქტივობა სასკოლო საზოგადოებაში კონკურსის მიზნების და შინაარსის გაცნობაა, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ქონდეს ინფორმაცია.