გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ Ქ. ᲒᲝᲠᲘ N12 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიცოცხლის მრავალფეროვნება, საქართველოს წითელი ნუსხა.

სსიპ ქ. გორის N 12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის საინტერესო აქტივობაში 18 მოსწავლე ჩაერთო, რომელიც სიცოცხლის მრავალფეროვნებას ეხებოდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებაზე, მცენარეებისა და ცხოველების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უნიკალურ ბუნებას, იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. მონაწილეებმა ისწავლეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების დაცვა და რა საფრთხეებს უქმნის მას გარემოს დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა და ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებები, აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიყენეს ელექტრონული რესურსები, გაეცნენ საინტერესო ფაქტებსა და ილუსტრაციებს. შეხვედრის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ თითოეული ცოცხალი ორგანიზმი მნიშვნელოვანია ეკოსისტემის წონასწორობისთვის და ბუნების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ასევე პრეზენტაციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფასკუნჯს, რომელიც საქართველოს ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ფრინველია. მოსწავლეებმა ისაუბრეს მის გარეგნულ თავისებურებებზე, ცხოვრების წესზე, გავრცელების არეალსა და ბუნებაში მის მნიშვნელობაზე. განიხილეს ის საფრთხეები, რომლებიც ფასკუნჯის არსებობას ემუქრება, მათ შორის გარემოს დაბინძურება, საბინადრო ადგილების შემცირება და ადამიანის უარყოფითი ზემოქმედება. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია იშვიათი სახეობების დაცვა და მათი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების გაცნობა და ბუნების დაცვის პასუხისმგებლობის გაძლიერება. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თითოეული სახეობის გადარჩენა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

იტვირთება…