გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ Ქ. ᲒᲝᲠᲘ N12 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პატარა ნაბიჯები დიდი მომავლისთვის!

26 ოქტომბერს გორის მერიის და რამდენიმე სკოლის ინიციატივით განხორციელდა აქცია ,,ჩემი პირველი ნერგი", სადაც ჩვენი სკოლსი პირველ კლასელებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს სოფელ მეჯვრისხევის სკოლის ეზოშში ნერგების დარგვასა და გამწვანებაში. ჩვენი პირველკლასელების ხელით დაირგო ხის ნერგები. გაუკეთეს წარწერები, მათი გვარსახელებით. მოსწავლეებმა გაიცვნეს ერთმანეთი და მოისმინეს უფროსებისგან საგანმანათლებლო ლექცია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხეებს დედამიწის ეკოსისტემაში, ჰაერის გასუფთავებისთვის და ჟანგბადის დონის ასამაღლებლად. მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ხეებს და ვიზრუნოთ მათზე, რადგან მხოლოდ ერთჯერადი დარგვით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, სისტემატიურად უნდა ვიზრუნოთ მასზე. პატარა ხელებით დარგული თითოეული ნერგი დიდი პასუხისმგებლობის, ბუნების სიყვარულისა და მწვანე მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პატარებს ხის დარგვაში ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ეხმარებოდნენ.

დღეს დარგული ნერგი — ხვალინდელი სიცოცხლეა!

იტვირთება…