ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.
შემეცნებითი აქტივობა – გორის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. 13 ნოემბერს სკოლაში პატარა ეკოლკუბის წევრებმა გამართეს შემეცნებითი აქტივობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გორის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია გორის მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გორის ციხეს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გორის მემორიალს. ასევე გაეცნენ ქალაქის მახლობლად მდებარე უფლისციხის უძველეს კლდეში ნაკვეთ ქალაქსა და ატენის სიონის ტაძარს. მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პლაკატები, განათავსეს ძველი და თანამედროვე ფოტომასალა, ისტორიული ცნობები და საკუთარი ჩანაწერები. მათ ნამუშევრები თანაკლასელებს წარუდგინეს და ისაუბრეს მშობლიური ქალაქის წარსულსა და მნიშვნელობაზე. აქტივობამ ხელი შეუწყო კვლევითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას, თანამშრომლობასა და მშობლიური კუთხის ისტორიისადმი ინტერესის გაღრმავებას.