,,ჩააცვი ხეებს"
სიკეთე, რომელიც სითბოს გვიზიარებს!
სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბების ეკომეგობრების წევრი მოსწავლეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას — „ჩააცვი ხეებს“ შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და კლუბის წევრებმა, პედაგოგებთან, მარინე ვართუმაშვილთან და მაკა ლაშქარშვილთან ერთად აქტიურად მიიღეს მონაწილეობა თბილი ტანსაცმლის შეგროვებაში. შეგროვებული ტანსაცმელი ზამთრის პერიოდში ხელმოკლე ოჯახებს გადაეცემათ და მათ ცივ დღეებში სითბოსა და თანადგომას მოუტანს.
აქციის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სიკეთე პატარა ნაბიჯებით იწყება, ხოლო ერთად დგომას დიდი ძალა აქვს.
ეკო კლუბის ეკომეგობრების მთავარი გზავნილია: ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუზიაროთ სითბო და შევიტანოთ წვლილი სიღარიბის დაძლევაში! აღსანიშნავია,რომ აქცია ტრადიციულად ყოველ წელს ნოემბრის თვეში იმართება.