გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #2

ᲡᲡᲘᲞ ᲛᲐᲠᲜᲔᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲓᲘᲝᲙᲜᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა შიმშილს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

თაბაშირის ფიგურების დამზადება

ჩვენი ეკოკლუბის საქმიანობა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გრძელდება. ამჯერად თაბაშირზე მუშაობა დავიწყეთ. ეკოკლუბელებმა პრაქტიკულად გაიცნეს თაბაშირთან მუშაობის პროცესი, ისწავლეს მასალის მომზადება და სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყალიბებში თაბაშირის ჩამოსხმა.
ერთად ვქმნით საინტერესო და ორიგინალურ დეკორატიულ ნამუშევრებს, რომლებსაც შემდგომში საკუთარი იდეებითა და ფანტაზიით გავაფორმებთ. სამუშაო პროცესი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები, განივითარონ სიზუსტე, მოთმინება, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის კულტურა.
ჩვენს წამოწყებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს: შექმნილი თაბაშირის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მოვაწყობთ და მიღებული თანხის გამოყენებით საქველმოქმედო კამპანიას განვახორციელებთ. გვინდა, ბავშვებმა საკუთარი შრომით შექმნილი ნივთებით არა მხოლოდ სკოლის გარემოს გალამაზებას შეუწყონ ხელი, არამედ სიკეთის კეთების, თანადგომისა და გაზიარების მნიშვნელობაც გაიაზრონ.
გვმჯერა, რომ ეს ინიციატივა ეკოკლუბელებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება და დავინახავთ, რომ პატარა იდეას დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია.

იტვირთება…