გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ ᲛᲐᲠᲜᲔᲣᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲓᲘᲝᲙᲜᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ეზოს სკვერისთვის საბურავების მიწით გავსება

პირველ ნოემბერს ეკოკლუბის წევრებმა ჩვენი სკოლის ეზოს გალამაზებისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები გავაგრძელეთ. ამჯერად ჩვენი მთავარი საქმიანობა ძველი საბურავების მიწით შევსება იყო. გადავწყვიტეთ, გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახალი დანიშნულება მიგვეცა და მათი ხელახალი გამოყენებით გარემოზე ზრუნვის კარგი მაგალითი შეგვექმნა.
ეკოკლუბელები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში. ერთად ვიმუშავეთ, გავინაწილეთ პასუხისმგებლობები და საკუთარი შრომით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი მიზნის მისაღწევად.
ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე იყოს აქტიური მონაწილე და თავად გახდნენ ცვლილებების შემქმნელები. ამ საქმიანობით ვცდილობთ, განვივიტაროთ გარემოსდაცვითი ცნობიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარები.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სკოლის ეზოში შევქმნით ლამაზ, მწვანე და მყუდრო სკვერს, რომელიც ყველასთვის სასიამოვნო სივრცე იქნება

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 02

სკვერის მოწყობისთვის პირველი ეტაპი, საბურავების შეღებვის დაწყება

ჩვენს სკოლაში სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაო დღედ არჩეული გვაქვს ყოველი შაბათი და კვირა, 24 ოქტომბერს, მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს ძველი საბურავების შეღებვა, რათა მათ ახალი სიცოცხლე შესძინონ და სკოლის ეზოს გალამაზებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

პარალელურად, ბავშვებმა უკვე დარგული ნაძვების მოვლასა და ეზოს კეთილმოწყობაზეც იზრუნეს — ნაძვებს ირგვლივ ლამაზად შემოუწყვეს ქვები, რითაც გამწვანებულ სივრცეს უფრო მოწესრიგებული და მოვლილი იერსახე შესძინეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ავითარებს გარემოსდაცვით ცნობიერებას, შრომის სიყვარულს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გუნდური მუშაობის უნარებს. ბავშვები პრაქტიკული საქმიანობით აცნობიერებენ, რომ ბუნებაზე ზრუნვა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება — მას ყოველდღიური მოქმედება და პირადი პასუხისმგებლობა სჭირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თავად არიან ამ პროცესის მონაწილეები. ისინი საკუთარი შრომით ქმნიან გარემოს, რომლითაც მომავალში თავადვე ისარგებლებენ.

გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი სკოლის ეზო კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და სასიამოვნო ადგილი გახდება

აქტივობა 03

ერთად ვქმნით მწვანე და ლამაზ გარემოს



ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს გარემოზე ზრუნვისა და სკოლის ეზოს გალამაზებისკენ. სკვერის მოწყობის იდეის განხორციელების მიზნით, ბავშვებმა ამა წლის 15 ოქტომბერს სკოლაში ძველი საბურავები მოიტანეს, რომლებსაც ახალ სიცოცხლეს შევძენთ და სასარგებლო, ლამაზ დეკორატიულ ელემენტებად ვაქცევთ.

ეს ინიციატივა მხოლოდ სკვერის მოწყობას არ გულისხმობს. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, შრომის სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება. ბავშვები საკუთარი მონაწილეობით სწავლობენ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს გარემოს გაუმჯობესებაში და ერთი პატარა წამოწყებით დიდი ცვლილების საფუძველი შექმნას.

განსაკუთრებით სასიხარულოა მათი მონდომება, აქტიურობა და სურვილი, საკუთარი ხელით შექმნან ლამაზი და სასიამოვნო სივრცე.

გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი სკოლის ეზო კიდევ უფრო გამწვანდება, გალამაზდება და მოსწავლეებისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცევა.

ვქმნით დღეს, ვუფრთხილდებით ხვალინდელ დღეს!

იტვირთება…