მწვანე ეკონომიკა
19 ნოემბერს ეკო კლუბ "მწვანე ტალღის " წევრებმა XI ⁴ კლასი (დამრიგებელი:ქ.ხაზარაძე) მწვანე ეკონომიკის თემაზე საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია გამართეს.💚პრეზენტაციის მსვლელობისას ბავშვებმა ისაუბრეს მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე, ენერგიის დაზოგვაზე, განახლებადი ენერგიის წყაროებზე, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე. ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს ყოველდღიური არჩევანით დადებითი გავლენა მოახდინოს გარემოზე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და ისაუბრეს იმ მარტივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია როგორც ოჯახში, ისე სკოლასა და საზოგადოებაში.
აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მწვანე ეკონომიკა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მიმართულება არ არის, ეს არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ბუნების, რესურსებისა და მომავალი თაობების მიმართ.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და გარემოს დაცვის პარალელურად.