ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე!
25 ნოემბერი – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე!
25 ნოემბერთან დაკავშირებით "მწვანე ტალღის"წევრებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით XI⁶ კლასში (დამრიგებელი:ქ.დვალი) აჩვენეს ფილმი „სორაიას ჩაქოლვა“.
ფილმი მოგვითხრობს ქალის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ძალადობაზე და ნათლად წარმოაჩენს უსამართლობის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის მძიმე შედეგებს.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა იმსჯელეს ქალთა უფლებებზე, ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე. მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, შეაფასეს ფილმში ასახული მოვლენები და იმსჯელეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და უთანასწორობის პრობლემებზე.
მიზანი: ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობის გააზრება.
შედეგი: მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს ძალადობის სიმძიმე, განივითარეს კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარები. კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხო, თანასწორი საზოგადოების შექმნის მნიშვნელობაზე.