არაძალადობის საერთაშორისო დღე!
2 ოქტომბერს ეკო კლუბის "მწვანე ტალღის" წევრებმა X²კლასში (დამრიგებელი:თ. მაჩალაძე) აღნიშნეს არაძალადობის საერთაშორისო დღე.ასევე 2 ოქტომბერი მაჰათმა განდის დაბადების დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამართეს დებატები და წარმოადგინეს პრეზენტაცია,რომლის მთავარი თემა იყო ძალადობის პრევენცია,მშვიდობიანი თანაცხოვრება და ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობა.
დებატების დროს მოსწავლეებმა იმსჯელეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, მის შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, მოიყვანეს არგუმენტები და ერთმანეთს განსხვავებული შეხედულებები გაუზიარეს. პრეზენტაციის საშუალებით კი ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, ტოლერანტობაზე, თანასწორობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ძალადობის მიმართ შემწყნარებლობის ჩამოყალიბება, ცნობიერების ამაღლება და მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობის გააზრება.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარების განვითარებას.