გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ-ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N17 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ეკო-კლუბის პირველი შეხვედრა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიისათვის.სამოქმედო გეგმის განხილვა და შემუშავება.

ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა „მწვანე ტალღამ“ „ნიკო კეცხოველის პრემია 2027“-ის ფარგლებში შეიმუშავა 8-თვიანი სამოქმედო გეგმა (2026 წლის ნოემბერი – 2027 წლის ივნისი), რომელსაც 9 მოსწავლე და კლუბის ხელმძღვანელი, მადონა ღვინერია, იმერეთის რეგიონში განახორციელებენ.

გეგმა აერთიანებს გარემოსდაცვით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებებს. მოსწავლეები საველე კვლევებსა და დასუფთავების აქციებს ჩაატარებენ წყალწითელასა და რიონის ხეობებში, ასევე შეისწავლიან ტყის ეკოსისტემებსა და იმერეთის ბიომრავალფეროვნებას. პარალელურად, კლუბი გამოიკვლევს რეგიონის ისტორიულ ძეგლებს — მოწამეთას, გეგუთის სასახლეს, ბაგრატის ტაძარს, გელათსა და ოქროს ჩარდახს.

პროექტის შედეგად შეიქმნება ეკოლოგიური პასპორტი, ციფრული რუკები, ფოტოატლასი, საინფორმაციო ბარათები და დოკუმენტური ვიდეო, რომლებსაც კლუბი ადგილობრივ თემს გაუზიარებს. შეხვედრამ საინტერესოდ წარიმართა და დიდი გეგმები დავსახეტ...

აქტივობა 02

11 ნოემბერი-ენერგოეფექტურობის დღე!

ენერგოეფექტურობის დღე ეკო კლუბ "მწვანე ტალღაში".

11 ნოემბერს ენერგოეფექტურობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლის ეკო კლუბ "მწვანე ტალღამ, რომელიც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში მონაწილეობს,საინტერესო და შემეცნებით შეხვედრას უმასპინძლა.

მოწვეული სტუმარი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი ბ-ნი ლაშა ერბელიძე მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ,ენერგიის რაციონალურ გამოყენებასა და გარემოს დაცვაზე ესაუბრა.

შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ ეკო კლუბის წევრებიც.მათ წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები,ისაუბრეს ენერგიის დაზოგვის აუცილებლობასა და თითოეული ადამიანის როლზე გარემოს დაცვაში.

შეხვედრა კიდევ ერთხელ დაგვეხმარა გაგვეაზრებინა ,რომ ენერგიის დაზოგვა მხოლოდ ეკონომიური არჩევანი არ არის,ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ბუნებისა და მომავალი თაობების წინაშე.💚💚🍀

"ენერგიის დაზოგვა,მომავლის დაცვაა!

"ჩააქრე ზედმეტი შუქი,აანთე იმედი"!

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…