14 ოქტომბერი ელექტრონული ნარჩენების საერთაშორისო დღე!
14 ოქტომბერი ელექტრონული ნარჩენების საერთაშორისო დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლის ეკო კლუბ "მწვანე ტალღის" წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად9⁵(დამრიგებელი: თეონა აბრამიშვილი),9¹(დამრიგებელი:სოსო ცქიფურიშვილი),10⁴(დამრიგებელი: ნათია ეგუტიძე) მონაწილეობა მიიღეს ელექტრონული ნარჩენების დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებაში,რომელიც 23-ე საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით გაიმართა.
განსაკუთრებით სასიხარულოა სკოლებს შორის ასეთი თანამშრომლობა,რომელიც ცოდნის გაზიარებას,მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საერთო ღირებულებების განმტკიცებას უწყობს ხელს!💚💚
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ელექტრონული ნარჩენების გარემოზე მავნე ზემოქმედების,მისი სწორად მართვისა და გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.
ბავშვებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს,თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული ნარჩენების პასუხისმგებლობით შეგროვება!💚💚🍀
ეკო კლუბი "მწვანე ტალღა"პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისაკენ!