გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #10

ᲡᲡᲘᲞ-ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N17 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

შემცირებული უთანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობა

16 ნოემბერი – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე!

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეკო კლუბ „მწვანე ტალღის“ წევრებმა თემატური ფლაერები დაამზადეს და ნიკეას მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას დაურიგეს.

აქტივობის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობის, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და განსხვავებულობის მიმღებლობის საკითხებზე. ფლაერებზე განთავსებული გზავნილებით მოსწავლეებმა საზოგადოებას შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის უფლებების, შეხედულებების, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემა.

მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში თავადაც გააცნობიერეს, რომ ტოლერანტობა მხოლოდ სიტყვა არ არის — ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოხატული დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და ადამიანური თანაგრძნობაა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც არ არსებობს დისკრიმინაცია, ძალადობა და გარიყვა.

ინიციატივამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, სასკოლო სივრცის მიღმაც გაევრცელებინათ მნიშვნელოვანი სათქმელი და საზოგადოებისთვის პოზიტიური გზავნილები გაეზიარებინათ.

განსხვავებულობა გვაერთიანებს, პატივისცემა კი გვაძლიერებს!

იტვირთება…