ენერგოეფექტურობის დღე
1970 წელს პირველად აღინიშნა ენერგოეფექტურობის დღე, მას შემდეგ რაც მსოფლიო დადგა ენერგოკრიზისის წინაშე. ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპელიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა გვანცა კუტალაძემ მოამზადა პრეზენტაცია და 2026 წლის 11 ნოემბერს წარდგა კლასის წინაშე. ენერგოეფექტურობა ენერგიის რაციონალურად ხარჯვას გულისხმობს. ენერგოეფექტურობა გლობალური პრობლემაა, რომლის აქტუალობაც გამოწვეულია ენერგო რესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგო იმპორტზე დამოკიდებულებით და ეკოლოგიური პრობლემებით. შენობების გათბობა- გაგრილებისათვის საქართველოს ენერგომოხმარების 60% იხარჯება. მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ ენერგიის დაზოგვის მიზნით, რა მნიშვნელობა აქვს არა მარტო სახლში არამედ სკოლაში გათბობის ჩართვის შემდეგ ფანჯრების დაკეტვას. ასევე ეკონომ ნათურების გამოყენებას. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო და საინტერესო.