გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #5

ᲡᲡᲘᲞ ᲠᲝᲡᲢᲝᲛ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲩᲮᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤ ᲡᲐᲠᲔᲙᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გენდერული თანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შეხვედრა სოფლის დეპუტატთან

2026 წლის 17 ნოემბერს სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,არტემიდას" ინიციატივით მოეწყო შეხვედრა სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ ქალბატონ მარინა წერეთელთან. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს აინტერესებდათ თუ რას ნიშნავდა დეპუტატობა და რა როლი ეკისრებოდა საკრებულოში მას. ქ.ბ- მა მარინამ ისაუბრა როგორ მუშაობს სოფლის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებისათვის. როგორ ხვდება სარეკის თემის სოფლის მოსახლეობას, რა არის ამჟამად აქტუალური თემები და რა სასიკეთო საქმეები შეიძლება გაკეთდეს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ეკოკლუბელებმა ბევრი საინტერესო შეკითხვა დასვეს, რაზეც დეპუტატიდან მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეთანხმდენ , რომ მისი დახმარებით მოხვდებოდნენ საკრებულოს სხდომაზე და შეისწავლიდნენ იქ მუშაობის პრინციპებს. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება სხვა თანამდებობის პირებთანაც. დეპუტატი თანადგომას შეპირდა მოსწავლეებს

იტვირთება…