გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲠᲝᲡᲢᲝᲛ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲩᲮᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤ ᲡᲐᲠᲔᲙᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტურიზმის საერთაშორისო დღე

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.ამ დღეს შეკრებილი ტურიზმის სფეროში გამოცდილი ხალხი მსჯელობს და ერთმანეთს უზიარებს იდეებს, გეგმებს იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ გახადონ ტურიზმი უფრო ხელმისაწვდომი.  ამის გარდა, მსოფლიო ტურიზმის დღეს ტარდება ყველა შესაძლებელი შეხვედრა, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის მეგობრობის დამყარებას. ასევე მსოფლიო ტურიზმის დღე საშუალებას აძლევს  ქვეყნებს უფრო გაამახვლინოთ ყურადღება პრობლემებზე.  ეს თარიღი 1970 წლის 27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატუსის მიღებას უკავშირდება, ხოლო პირველი მსოფლიო ტურიზმის დღე 1980 წელს აღინიშნა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბელმა მოსწავლემ თეკლა წამალაშვილმა მოამზადა პრეზენტაცია და 2026 წლის 28 სექტემბერს  წაუკითხა ის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს. მსოფლიო ტურიზმის დღე ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურება. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტურიზმი მხოლოდ მოგზაურობა და დასვენება არ არის. ის ქმნის სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კულტურას და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორია.პრეზენტატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტურიტული გზებსა და სააგენტოებზე. საქართველო აერთიანებს ზღვისპირა, სამთო, კულტურულ, ღვინის, გასტრონომიულ და ეკოტურისტულ მიმართულებებს. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ სოფელში რით შეიძლება ტურისტი დაინტერესდეს და მომავალში რა შეიძლება გაკეთდეს მათ მოსაზიდად.

აქტივობა 02

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი ცხოველების კეთილდღეობის, მათი უფლებებისა და დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა ქრისტინე კუტალაძემ 2026 წლის 5 ოქტომბერს მეხუთეკლასელ მოსწავლეებს წაუკითხა პრეზენტაცია ამ თემაზე. მან პატარებს მიაწოდა ინფორმაცია კათოლიკე წმინდა ფრანცისკ ასიზელის შესახებ, რომელიც ცნობილი იყო როგორც ცხოველთა მფარველი. პრეზენტაციის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს როგორც შინაური , ისე გარეული ცხოველების მძიმე მდგომარეობის შესახებ და ვისწავლოთ თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ. პატარები ინტერესით უსმენდნენ პრეზენტატორს, უსვამდნენ კითხვებს, რომელსაც მასწავლებლის დახმარებითაც გაეცა პასუხები. ცხოველებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

იტვირთება…