გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ ᲠᲝᲡᲢᲝᲛ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲩᲮᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤ ᲡᲐᲠᲔᲙᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გულის საეთაშორისო დღესთან დაკავშირებული მარათონი

2026 წლის   30 სექტემბერს     სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით მოეწყო მარათონი, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც საბაზო, საშუალო კლასების მოსწავლეები, ისე მასწავლებლებიც. მარათონი ეძღვნებოდა გულის საერთაშორისო დღეს.მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღე 29 სექტემბერს აღინიშნება, რომელიც 2000 წელს გამოცხადდა. ინიციატივა, რომლის ავტორიც გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო, მიზნად გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ისახავდა.  გულის გაკაჟების ერთერთ პრევენციად სირბილი ითვლება. სწორედ ამიტომ მოაწყვეს მარათონი, წინასწარ შეირჩა უსაფრთხო სარბენი ტერიტორია, მოსწავლეებს ეკოკლუბელებმა მასწავლებელთან ერთად მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის  და სირბილის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებისათვის მამოტივირებელი იყო ისიც, რომ მათთან ერთად რამდენიმე მასწავლებელიც იღებდა მონაწილეობას. ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილებაც რომ ასეთი ტიპის მარათონები ხშირად მოეწყოს.

იტვირთება…