გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #2

ᲡᲡᲘᲞ ᲠᲝᲡᲢᲝᲛ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲩᲮᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤ ᲡᲐᲠᲔᲙᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა შიმშილს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიკეთის დღის კვირეულის ერთი დღე

სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით სკოლაში სიკეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიგეგმა. სიკეთის მსოფლიო დღე (World Kindness Day) ყოველწლიურად 13 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანია ადამიანებში სიკეთის, თანაგრძნობის, ურთიერთდახმარების, პატივისცემისა და მზრუნველობის გაძლიერება. პირველი აქტივობა რომელიც დაიგეგმა ეს იყო სოფლის შემოგარენში მოეძიებიათ და დაეკრიფათ სასარგებლო მცენარეთა ნაყოფ-თესლები. როგორიცაა: ასკილი, წითელი და შავი კუნელა, ზღმარტლი. შეეგროვებინათ გოგრის თესლები და ზაფრანის ყვავილები. მართლაც ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთდ აგროვებდნენ ზემოთ აღნიშნულ სანოვაგეს, შემდეგ დააფასოეს და მიზერულ თანხის სანაცვლოდ სკოლის საზოგადოებას მიაწოდეს. მოთხოვნა კუნელასა და ასკილზე დიდი იყო ამიტომ ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს რომ აქცია გაამეორონ და როდესაც დღის ცენტრსაც ესტუმრებიან ხანდაზმულებს საჩუქრად გადაცონ ტყის ნობათი. ერთი კეთილი საქმე — ერთი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…