გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #17

ᲡᲡᲘᲞ ᲠᲝᲡᲢᲝᲛ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲩᲮᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤ ᲡᲐᲠᲔᲙᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

დარგე მუხა

2026 წლის 2 ნოემბერს სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბელი მოსწავლეები ენთუზიაზმით დაეხმარნენ პატარა პირველკლასელებს ნერგების დარგვაში. პატარებისთვის განათლების სამინისტრომ ნერგები გამოყო, ეს მუხის ნერგები იყო. ეკოკლუბელებმა თავდაპირველად მუხის სახეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია პატარებს, რომ არსებობს რამდენიმე სახეობის მუხა. მათ შორის: ქართული მუხა, იმერული მუხა, ჰართვისის მუხა და ა.შ. აუხსნეს სხვა მცენარეებისაგან როგორ უნდა გაერჩიათ ფოთლის დაკბილვის მიხედვით. შემდეგ ს ნერგებისათვის შეარჩიეს ადგილი სკოლის ეზოში და ერთობლივად დარგეს ისინი. პატარებს ასწავლეს ნერგის დარგვაც, ამოაჭრევინეს ორმოები და დარგვის შემდეგ წყალიც დაასხეს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთი აქციები ყოველწლიურად გაიმართება და ეკოკლუბელი მოსწავლეები ისევ აქტიურად დაეხმარებიან პატარა პირველკლასელებს.

იტვირთება…