დასუთავების აქცია
მსოფლიო დასუფთავების დღე (World Cleanup Day) ყოველწლიურად 20 სექტემბერს აღინიშნება, ხოლო საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებული აქციები და კამპანიები ხშირად რამდენიმე დღეს გრძელდება. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა თავიანთ კლასელებთან ერთად გადაწყვიტეს დაესუფთავებინათ ახლად გაკეთებული სოფლის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. აქ დაყრილი სამშენებლო მასლის მონარჩენები, პოლიეთილენის საგნები, ერთჯერადი ჭიქები და ბოთლები, თუნუქის ქილები და მოხმარებული კონტეინერები მოაგროვეს და მოათავსეს სანაგვე ურნაში. მოსწავლეები ენთუზიაზმით მუშაობდნენ, მათ გააზრებული ქონდათ თუ რა დიდი მნიშველობა აქვს სუფთა გარემოს, იქ სადაც უნდა ითამაშონ, დაისვევნონ და შეხვდნონ ერთმანეთს. მათ გადაწყვიტეს რომ ასეთი აქციები ერთჯერადი არ უნდა იყოს და ახლო მომავალში სხვა ტერიტორიებიც უნდა გასუფთავდეს.