გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #14

ᲡᲡᲘᲞ ᲠᲝᲡᲢᲝᲛ ᲐᲑᲠᲐᲛᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲩᲮᲔᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤ ᲡᲐᲠᲔᲙᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

წყალქვეშა რესურსები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შავი ზღვის საერთაშორისო დღე

 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, ამ დღესთან  დაკავშირებით 2026 წლის 30 ოქტომბერს სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის  ეკო კლუბის წევრმა ლუკა ჭიღლაძემ მოამზადა და   მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია. მან ისაუბრა  შავ ზღვაში გავრცელებულ ცხოველებზე და მცენარეებზე, მნიშვნელობასა და იმ  საფრთხეებზე, რომლებიც ადამიანის უარყოფითმა დამოკიდებულებამ, კერძოდ დაბინძურებამ და სანაპიროს დეგრადაციამ  შეიძლება გამოიწვიოს.  ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა   სახელმძღვანელო ,,შავი ზღვის სკივრი’’. აუხსნა თამაშის წესი, რომელიც გულისხმობს შავ ზღვაში გავრცელებული სახეობების ამოცნობას და ჩვენებას შესაბამის რუკაზე. აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაიგეგმა რომ თამაში ,, ვინ უფრო უკეთ იცნობს შავ ზღაში ბინადრებს“ მომავალშიც ჩაეტარებინათ, ეს ხელს შეუწყობს მეტი ინფორმაციის მიღებასა შავ ზღვაზე.

 

იტვირთება…