ნულოვანი ემისია
21 სექტემბერი -ნულოვანი ემისიების დღეა. ნულოვანი ემისიების დღე გვახსენებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სათბურის აირების ემისიების შემცირება და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებაა.
ენერგიისწარმოებადამოხმარება, ტრანსპორტი, მრეწველობადაჩვენიყოველდღიურიარჩევანიპირდაპირუკავშირდებაგარემოზედატოვებულნახშირბადისკვალს. ამ თემასთან დაკავშირებით სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა ლიზი ჭიღლაძემ მოამზადა პრეზენტაცია და მოსწავლეებს წარუდგინა 2026 წლის 22 სექტემბერს. მან ისაუბრა ამ დღის შესახებ.ნულოვანი გამონაბოლქვის დღე 2008 წელს დაარსდა კანადაში და მიზნად წიაღისეული საწვავისა და ნახშირბადის გამონაბოლქვით გამოწვეული ზიანის შემცირებას ისახავს. კამპანია ცდილობს, ადამიანები წაახალისოს, რომ გახდნონ იფრო ეკომეგობრულები და აღარ დააბინძურონ გარემო.ამ დღეს ზოგიერთი ეკოკლუბელი მოსწავლე სკოლაში ფეხით და ე.წ.სქროლით მოვიდა. პრეზენტატორი პოპულარიზაციას უწევდა ფეხით სიარულის უპირატესობას და მოუწოდებდა მეგობრებსაც ამ ქმედებისაკენ.