გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲕᲘᲐᲓ ᲒᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲓᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲯᲘᲮᲐᲨᲙᲐᲠᲘᲡ N2 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

14 ოქტომბერი-საინფორმაციო შეხვედრა ნიკო კეცხოველის პრემიის შესახებ

15 ოქტომბერს პროექტის მონაწილეებს ჩავუტარეთ საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გავაცანით ქართველი მეცნიერისა და ბოტანიკოსის, ნიკო კეცხოველის ცხოვრება, მოღვაწეობა და ბუნების დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. ვისაუბრეთ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის შექმნის ისტორიაზე, მის ძირითად მიზნებსა და მნიშვნელობაზე. მონაწილეებს გავაცანით პროექტის ძირითადი მიმართულებები, კონკურსის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და გარემოსდაცვითი ინიციატივების მნიშვნელობა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირებულობის გაზრდა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნების დაცვის მიმართ ინტერესის გაღვივება. გვინდოდა, თითოეულ მონაწილეს გაეაზრებინა, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობა არ არის და ბუნების დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა ყველას შეუძლია. აღნიშნულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო პროექტის მიზნების უკეთ გააზრებას, გუნდური მუშაობის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას.

იტვირთება…