გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲕᲘᲐᲓ ᲒᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲓᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲯᲘᲮᲐᲨᲙᲐᲠᲘᲡ N2 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტყის ბინადრები, მათი საარსებო გარემო, ეკოლოგიური მნიშვნელობა და დაცვის აუცილებლობა

28 ოქტომბერს სკოლაში ჩავატარეთ საინფორმაციო პრეზენტაცია ტყის ბინადრების შესახებ. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ტყეში მცხოვრები ცხოველებისა და მათი ბუნებრივი საარსებო გარემოს მნიშვნელობის გაცნობა. პრეზენტაციის მოსამზადებლად მოვიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა ცხოველის შესახებ, შევარჩიეთ ფოტოები და საინტერესო ფაქტები. პრეზენტაციის მსვლელობისას ვისაუბრეთ ტყის ისეთ ბინადრებზე, როგორებიცაა დათვი, მგელი, მელა, ირემი, შველი და სხვა ცხოველები. ყურადღება გავამახვილეთ მათ საცხოვრებელ გარემოზე, კვებაზე, ბუნებაში მათ როლსა და იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ისინი ადამიანის საქმიანობისა და გარემოს ცვლილების შედეგად აწყდებიან. ასევე განვიხილეთ ტყეების გაჩეხვისა და ბრაკონიერობის უარყოფითი გავლენა ცხოველთა სამყაროზე. აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მიიღეს ახალი ინფორმაცია ტყის ბინადრების შესახებ და უკეთ გაიაზრეს მათი დაცვის აუცილებლობა. ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა და ცხოველთა დაცვის სურვილის გაძლიერება.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…