გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲕᲘᲐᲓ ᲒᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲓᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲯᲘᲮᲐᲨᲙᲐᲠᲘᲡ N2 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სტიქიური მოვლენები და მათი გავლენა გარემოსა და ადამიანებზე

24 ოქტომბერს სკოლაში ჩავატარეთ საინფორმაციო პრეზენტაცია სტიქიური მოვლენების შესახებ. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ბუნებრივი კატასტროფების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების გაცნობა. პრეზენტაციის მოსამზადებლად მოვიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა სტიქიური მოვლენის შესახებ, შევარჩიეთ შესაბამისი ფოტოები და საინტერესო ფაქტები. პრეზენტაციის მსვლელობისას განვიხილეთ ისეთი მოვლენები, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, გვალვა, ქარიშხალი და სხვა ბუნებრივი კატასტროფები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მომხდარ სტიქიურ მოვლენებზე, მათ მიერ გამოწვეულ ზიანსა და შედეგებზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სტიქიური მოვლენების საფრთხეების, მათი შედეგებისა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ. აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები. პრეზენტაციის მიზანი იყო მათი ინფორმირებულობის გაზრდა და იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცოდნა და შესაბამისი მომზადება.

იტვირთება…