მწვანე ლიდერობის პროგრამა
სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბი <ავანგარდი> კერძოდ მისი ხელმძღვანელი მასწავლებელი ანა ალფაიძე ჩაერთო UNDP -ის მწვანე ლიდერობის პროგრამის (GLP) (მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა) ფარგლებში ორგანიზებულ ენერგეტიკული მჩევლებისა და სათემო ფასილიტატორების ტრენერების ტრენინგში (TOT) . ეს არის შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ენერგოეფექტიანობის, ენერგიის დაზოგვის, ლიდერობისა და კომუნიკაციის, სათემო შეხვედრების დაგეგმვისა და წარმართვის პრინციპების, ფასილიტაციისა და მოდერაციის მეთოდების მიმართულებით (ცოდნის ,უნარებისა და მიდგომების) და მიღებული გამოცდილება გამოიყენოს , დანერგოს და გაუზიაროს მოსწავლეებსა და თემს. პროექტის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები, გაიმართა დისკუსია, განხორციელდა სხვადასხვა სახალისო აქტივობა. ტრენინგი მოიცავდა 3 ეტაპს. ფიზიკურ და ონლაინ სესიებს. ტრენინგები და აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით ჩაატარა ტრენერებმა: ნინო გუგულაშვილი, გიორგი მუხიგულიშვილი, ნოდარ მამინაიშვილი. მოცემული ტრენინგის ფარგლებში ეკოკლუბმა <ავანგარდმა> რამდენიმე აქტივობა დაგეგმა.