გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #6

ᲥᲐᲚᲐᲥ ᲤᲝᲗᲘᲡ N11 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

სუფთა წყალი და სანიტარია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

საინფორმაციო შეხვედრა <<ჩვენ და გარემო>>

სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ავანგარდმა“ 2026 წლის 26 ოქტომბერს სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან  ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027 - ის ფარგლებში. მდგრადი განვითარების მიზანი << ჯანსაღი ცხოვრება და კეთილღეობა>> , << კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები>>, ,,ოკეანეებისა და ზღვების რესურსები“,  დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი და ეკოკლუბის წევრი მასწავლებელი ანა ალფაიძე. მან  ისაუბრა ჰაერისა და წყლის შედგენილობასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე მათ  დამაბინძურებელ ფაქტორებზე და  გარემოებებზე. გაიმართა დისკუსია----- დაბინძურებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე. აღნიშნეს რომ 31 ოქტომბერს არის  შავი ზღვის საერთაშორისო დღე ,  რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა შავი ზღვის დაცვის კვირეული . მოსწავლეებმა იმსჯელეს ყველა იმ ზიანის მომტან გარემოებებზე , მოეწყო  ანიმაციებისა და სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემების ჩვენება.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…