გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #4

ᲥᲐᲚᲐᲥ ᲤᲝᲗᲘᲡ N11 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

შავი ზღვის საერთაშორისო დღე - დასუფთავების აქცია

სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ავანგარდი“ ჩაერთო გარემოსდაცვით ინიციატივაში -“ONE BLACK SEA- SIX COUNTRIES:  ერთი ზღვა - ექვსი ქვეყანა - ერთი საერთო პასუხისმგებლობა“  . პროექტის ფარგლებში 2026 წლის 2 ნოემბერს მოაწყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის ადგილობრივი დასუფთავების აქცია ფოთი - ნაბადის ტერიტორიაზე.  მდგრადი განვითარების მე-14  მიზანი. ,,ოკეანეებისა და ზღვების რესურსები“ , „თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის“ . აქციაში ჩაერთო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.  სანაპიროზე  ასევე ჩატარდა მინი ლექცია, სადაც ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ასევე ეკოკლუბის ხელმძღვანელი, მოსწავლეებს ესაუბრა შავი ზღვის  ეკოსისტემაზე მის მნიშვნელობაზე,  დამანაგვიანებელ ფაქტორებზე , ზღვის სანაპიროზე არსებული ნარჩენების დახარისხებაზე,  კერძოდ პოლიეთილენისა და პლასტმასის ნივთებსა და მათ მავნებლობაზე , ყურადღება გაამახვილა არსებული ნარჩენების მეორადი გადამუშავების შესახებ და მეორად გამოყენებაზე. ეკოკლუბის წებრმა მოსწავლეებმა ანასტასია ჟვანიამ და ლიზი კალაუსოვმა  ჩაწერა 25 წუთიანი მიმართვა  ზღვის სანაპიროდან. ინიციატივა და აქტივობები გამოქვეყნდა პადლეტზე.

ყველა ფოტო (9)
იტვირთება…