გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #17

ᲥᲐᲚᲐᲥ ᲤᲝᲗᲘᲡ N11 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

საინფორმაციო შეხვედრა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

1. სსიპ ქალაქ ფოთის N 11 საჯარო სკოლაში 2026 წლის 2 ნოემბერს, სკოლის ეკოკლუბმა „ავანგარდმა“ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027 ის ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდა 15 მოსწავლე , 2 მასწავლებელი და 6 მშობელი. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა საბუნებისმეტყველო კათედრის ქიმიის / ბუნებისმეტყველების მასწავლებელი  და ეკოკლუბის ხელმძღვანელი   ანა ალფაიძე. პირველი საკითხად განიხილეს მონაწილეთა რეგისტრაცია-- ეკოკლუბის წევრებიდან მონაწილეთა მიერ მოხდა 8 მოსწავლის დასახელება და დარეგისტრირება. მეორე საკითხად განიხილეს - " თანხმობის ფორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის  შესახებ".  ანა ალფაიძემ განაცხადა რომ ეს არის ინფორმაცია  საქართველოს კანონის მიხედვით , რომელიც მოიცავს ჩვენი შვილების ფოტო,  ვიდეო /აუდიო ჩანაწერის და სხვადასხვა აქტივობების ამსახველი მასალის  საჯაროთ განთავსებას .  მშობელს ან მოსწავლეს რომელსაც შესრულებული აქვს 16 წელი შეუძლია დაეთანხმოს და დაადასტუროს ხელმოწერით, აგრეთვე თითოეულ მათგანს უფლება აქვს , ნებისმიერ დროს გამოიხმოს წინამდებარე თანხმობა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო თანხმობის ფორმას და მოაწერეს ხელი.

იტვირთება…