საინფორმაციო შეხვედრა - ნიკო კეცხოვერლის პრემის 2027 წლის გზამკვლევი
სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ავანგარდმა“ 2026 წლის 2 ნოემბერს სკოლაში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027- ის ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდა 15 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი და ეკოკლუბის წევრი მასწავლებელი ანა ალფაიძე. ასევე ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარიამ გუჯაბიძე, განიხილეს ნიკო კეცხოველის პრემიის 2027-ის/გზამკვლევი. ისაუბრეს უკვე განხორციელებულ რამდენიმე აქტივობის შესახებ, ანა ალფაიძემ აღნიშნა რომ 2026-2027 წლის მთავარი თემა არის „ტყეები, ხეობები , სახეობები“ , , აქცენტი გაკეთდა მდგრადი განვითარების იმ მიზნებსა და ამოცანებზე რომლებიც ტყისა და სახეობების დაცვას აერთიანებს. პრეზენტატორმა კლუბის წევრებს გააცნო შფასების სქემა და აღნიშნა რომ გაზრდილი კოეფიციენტით შეფასდება ამ თემებთან დაკავშირებული აქტივობები. გაიმართა დისკუსია და გამოყვეს რამდენიმე მიზანი რაზეც იმუშავებენ წლის განმავლობაში.