შავი ზღვა - ჩვენი პასუხისმგებლობა
სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ავანგარდმა“ გარემოსდაცვითი ინიციატივის -“ONE BLACK SEA- SIX COUNTRIES: ერთი ზღვა - ექვსი ქვეყანა - ერთი საერთო პასუხისმგებლობა“ ფარგლებში 2026 წლის 3 ნოემბერს მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი პოსტერები და ნახატები თემით << ჩემი თვალით დანახული შავი ზღვა და შავი ზღვის ბინადრები >> შესაბამისად მოაწყვეს პრეზენტაცია - მდგრადი განვითარების მე-14 მიზანი. ,,ოკეანეებისა და ზღვების რესურსები“ , „თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის“ . პროექტში ჩაერთო ისტის მასწავლებელი კახა გოგინავა რომლის დახმარებითაც პატარა მონაწილეებმა ელექტრონულად გამოსახეს და შექმნეს საინტერესო ნახატები. ჩატარდა მინი ლექცია, სადაც ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ასევე ეკოკლუბის ხელმძღვანელი, მოსწავლეებს ესაუბრა შავი ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელობაზე/წყლის ბინადრებზე, მოცემული ინიციატივა და აქტივობები გამოქვეყნდა პადლეტზე.