სასკოლო ფორუმი - ცირკულარული ეკონომიკა -ნარჩენებიდან რესურსამდე
სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა <<ავანგარდმა >> 2026 წლის 19 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზუგდიდში სასკოლო ფორუმში -- ,,ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენებიდან რესურსამდე.“ პროგრამის მიზანია ნარჩენების შემცირება და გადამუშავება . პროგრამის მხარდამჭერები არიან: UNDP -ის გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია და ავსტრიის გარემოს სააგენტო და შვედეთის ნარჩენების გადამუშავების ასოციაცია avfall sverige -ს ტექნიკური ექსპერტიზია, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია UNIDO . პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს მაშტაბით გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლა და ეკოკლუბი <ავანგარდი> პროექტით -- <<დავახარისხოთ დღეს და გადავარჩინოთ ხვალ>> სასკოლო ფორუმზე გამარჯვებულმა სკოლებმა თავიანთი იდეები და გეგმები წარადგინეს. გადაეცათ ეკოჯილდო და სერთიფიკატები. ეკოკლუბის თითოეული წევრი დიდი ინტერესით, ხალისითა იყო ჩართული სახალისო თამაშებსა და აქტივობებში.