გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #6

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

სუფთა წყალი და სანიტარია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ვიკვლევთ ჩვენს მდინარეს- მდინარე ნატანების სიჩქარის გაზომვა.

2026 წლის 13 ნოემბერს მე-6 კლასის მოსწავლეებმა ეკოკლუბელებისა და დამრიგებლის , ბიოლოგიის მასწავლებლის ლია მურვანიძის დახმარებით განახორციელეს საინტერესო და შემეცნებითი პროექტი. შეისწავლეს მდინარე ნატანები და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე გაზომეს მისი დინების სიჩქარე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეევმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, გაეცნენ კვლევის მეთოდებს, ჩაატარეს გაზომვები, დააკვირდნენ მდინარის დინების თავისებურებას, და მიღებული შედეგი გაანალიზეს. ჩვენ ვსწავლობთ ბუნებას არა მხოლოდ სახემძღვანელოებიდან, არამედ უშვალოდ ბუნებაში დაკვირვებითა და კვლევით! ჩვენთვის მთავარი იდეა არის ვიცნობდეთ, ვიკვლევდეთ და გაუფრთხილდეთ ჩვენს მდინარეებს. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი უნარების, დაკვირვების, გაზომვის, მონაცემთა დამუშავებასა და გუნდური მუშაობის განვითარებას. ამასთანავე, მათ უკეთ გაიზიარეს მდინარის მნიშვნელობა ბუნებრივი ეკოსისტემისა და ადამიანის ცხოვრებისათვის.

იტვირთება…