გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ახალი მიზნები და ეკოლოგიური ინიციატივები

2026 წლის 7 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები " ეკო თაობა" ჩაირთნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მოსაპოვებლად პროექტში. ეკოკლუბელებმა ახალი შემადგენლობით დაიწყო საქმიანობა. კლუბის გუნდში გაერთიანებულია 10 აქტიური და მოტივირებული მონაწილე, რომლებსაც აერთიანებს ბუნების სიყვარული, გარემოზე ზრუნვა და სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლიმების მოგვარებაში. წინ საინტერესო , შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი საქმიანობა გველოდება. გვჯერა რომ ერთობლივი ძალისხმევით არაერთ საუკეთესო ინიციატივას განვახორციელებთ და კიდევ უფრო მწვანე ჯანსაღი გარემოს შექმნას შეუწყობთ ხელს. ჩვენი ახალი გუნდი , ახალი იდეებით, ახალი გამოწვევებით დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან ერთად, რომელთაც ჩაუტარეს, მიმოხილვა ეკოკლუბის შექმნასთან დაკავშირებით ერთად ივლიან უკეთესი მომავლისაკენ. ეკოკლუბელების გაცნობა უმცროს კლასელებისათვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა,ახალი აქტივობით, ახალი შემართებით ერთად შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებას.

იტვირთება…