გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ბუნების საოცრებათა სამყაროში -ეკოკლუბელების მოგზაურობა.

2026 წლის 31 ოქტომბერს სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა შემეცნებითი ექვსკურსია მოაწყვეს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური მცენაარეების მრავალფეროვანი კოლექცია. გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ იშვიათ ხე-მცენარეებს. მათ თავისებურებებს და გავრცელების არეალს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პარკის ულამაზესმა ბუნებრივმა გარემომ, გიგანტურმა ხეებმა და ბიომრავალფეროვნებამ. ექვსკურსია საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ეკოკლუბელებმა კიდევ ერთხელ გაიზიარეს, ბუნების დაცვის, მცენარეთა მოვლისა და მწვანე გარემოს მნიშვნელობა. მიღებული შთაბეჭდილებები და ცოდნა მათ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაგრძელებაში დაეხმარება. ბუნების სიყვარული მისი შეცნობითა და დაცვით იწყება. მწვანე თავგადასავალმა ბუნების საოცრებათა სამყაროში დაუვიწყარი შთაბეჭდილება შექმნა მოსწავლეებისათვის. ეს იყო დღე სილამაზით შთაგონებული,როცა ბუნება გვიყვება თავის ისტორიას.


იტვირთება…