გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #2

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

არა შიმშილს — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიკეთე გვაერთიანებს.

2026 წლის 3 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ემოკლუბელებმა -ეკო-თაობამ წარმოადგინეს საქველმოქმედო პროექტი "სიკეთე გვაერთიანებს" რომლის მიზანია ანასეულის სათნოების სახლის დახმარება. ეს არის ჩვენი ეკოკლუბელების მხრიდან სიკეთისა და თანადგომის კიდევ ერთი ლამაზი მაგალითი. პროექტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიკეთეს დიდი ძალა აქვს, ხოლო ადამიანური თანადგომა, სიყ არული და მზრუნველობა ის ღირებულებებია, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს. მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით კეთილი განზრახვით გვიჩვნეს , რომ სიკეთის კეთებას ასაკი არ აქვს. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია სხვისი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა. საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა მასწავლებლებმა, მშობლებმა. მოსწავლეებმა თავიანთი ხელნაკეთი სუვენირებიც წარმოადგინეს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი გულისხმიერებით, და სოციალური პასუხისმგებლობით. რადგან სიკეთე მაშინ მრავლდება, როცა მას ერთმანეთს უზიარებთ.


იტვირთება…