გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #17

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ცოდნის შეხვედრა ანასეულის კვლევით ინსტიტუტში- მცენარეთა სამყაროს საიდუმლოებები

2026 წლის 11 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისათვის განსაკუთრებული და საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან. შეხვედრის მთავარი თემა მცენარეთა მრავალფეროვნება, მათი ზრდა- განვითარების თავისებურებები და ბუნებაში არსებული უნიკალური პროცესები იყო. საუბრისას მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მცენარეთა მნიშვნელობის, მათი მოვლის, გამრავლებისა და დაცვის შესახებ.დირექტორმა მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა, უპასუხა მათ შეკითხვებს და კიდევ უფრო გაუღვივა ინტერესი მცენარეთა სამყაროს მეცნიერული შესწავლის მიმართ.მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს ეხმარება, სასკოლო ცოდნა რეალურ სამეცნიერო გამოცდილებას დაუკავშირონ, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და ჩამოუყალიბდეთ ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი ცნობის მოყვარე ეკოკლუბელები ხვალინდელი ბუნების დამცველები და მკლევარები იქნებიან. ჩვენ მეცნიერება გვაერთიანებს- მცენარების შეცნობის გზაზე.

იტვირთება…