სიკეთე სამყაროს ალამაზებს- 13 ნოემბერი სიკეთის მსოფლიო დღეა.
2026 წლის 13 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში , სიკეთის მსოფლიო დღე აღინიშნა, დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა პატარა გულწრფელი ნაბიჯებით იწყება, ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს მათ ისაუბრეს სიკეთის მნიშვნელობაზე ადამიანების ურთიერთპატივისცემაზე, თანადგომაზე, მზრუნველობასა და ერთმანეთის დახმარების აუცილებლობაზე.პრეზენტაციის ფარგლებში ეკოკლუბელებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვხატოთ სიკეთე- კეთილი სიტყვით, ყურადღებით, დახმარებითა და გულწრფელი თანაგრძნობით. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სიკეთე ერთი დღის აღსანიშნავი მოვლენა არ არის, ის ცხოვრების წესია. რომელსაც ბავშვობიდან უნდა ვასწავლიდეთ და თავადაც ვამკვიდრებდეთ. კეთილი გულით აღზრდილი თაობა უფრო მზრუნველ, სამართლიან და ჰუმანურ საზოგადოებას შექმნის.