ჩვენი ინოვაცია - "კიმინის" უკოფეინო ჩაის ახალი ფორმის გამრავლება.
2026 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ახალი ინოვაციური საქმიანობა წამოიწყეს ანასეულის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ანასეულში გაშენებულია ჩინური ჩაი ჯიში " კიმინი", რომლისგან გამოყოფილია ახალი ფორმა, რომელიც კოფეინს არ შეიცავს. ეკოკლუბელები დაინტერესდნენ ამ ინოვაციით, და მათი მიზანია აქტიური ჩართულობით, დაკალმების მეთოდით გაამრავლონ აღნიშნული მცენარე, შეისწავლონ მისი ვეგეტაციური გამრავლების თავისებურებები. პროექტი მისცემს მოსწავლეებს შესაძლებლობას უშვალოდ ჩაერთონ სამეცნიერი- პრაქტიკულ საქმიანობაში, შეიძინონ მცენარეთა გამრავლების გამოცდილება და მონაწილეობა მიიღონ გურისთვის მნიშვნელოვანი ჩაის კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენი ინოვაცია აერთიანებს მეცნიერებას, ადგილობრივ გამოცდილებას, ეკოლოგიურ განათლებას და მოსწავლეთა შემოქმედებით ინიციატივას. ასეთი ჩართულობა ჩვენი მოსწავლეების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი არა მხოლოდ მცენარეს ამრავლებენ , არამედ დაკვირვების შედეგსაც აღრიცხავენ. ეკოკლუბელები არამარტო უფრთხილდებიან წარსულის გამოცდილებას არამედ ქმნიან საინტერესო მომავალს.