გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მსოფლიო დღეს- მსოფლიო ხვალ

2026 წლის 11 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა " ეკო- თაობის" წევრებმა მოამზადეს ინტეგრირებული პრეზენტაცია, უცხო ენისა და ბიოლოგიის მასწავლებლის მხარდაჭერით. ნონა ქარჩილაძისა და ლია მურვანიძის ერთობლივმა მუშაობამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. თემის ირგვლივ" მსოფლიო დღეს და მსოფლიო ხვალ" ეკოკლუბელებმა მოიძიეს ინფორმაციები და ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, სუფთა წყლის ნაკლებობაზე, გარემოს გაჭყჭყიანებასა და დანაგვიანებაზე, მსოფლიო მოსახლეობის ზრდასა და საკვების დეფიციტზე მსოფლიოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის საკითხებს, ხეების დარგვას, ნარჩენების დახარისხებას წყლისა და ენერგიის დაზოგვას. ჩვენ გვინდა მსოფლიო, სადაც ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრებს, სადაც სუფთა გარემო, ჯანსაღი ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება მომავალი თაობებისათვის შენარჩუნდებაა. დღეს პასუხისმგებლობა ხვალინდენი სამყაროს გადარჩენის იმედია.

იტვირთება…