ჩვენ ვახარისხებთ - სუფთა გარემო ჩვენი პასუხისმგებლობაა.
2026 წლის 2 ნოემბერს ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს საინტერესო და გარემოსდაცვითი მნიშვნელობის მქონე აქტივობა-''ჩვენ ვახარისხებთ" მოსწავლეებმა მეორადი მუყაოს გამოყენებით დაამზადეს ნარჩენების დასახარისხებელი ყუთები, დაასუფთავეს და მოაწესრიგეს საკლასო ოთახები და შემდეგ კი დაიწყეს ნარჩენების შეგროვება. აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების მართვის კულტურის ჩამოყალიბება და რესურსების ხელახალი გამოყენების მნიშვნელობის გააზრება.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს საჭირო რესურსები და პრაქტიკული მოქმედებით აჩვენეს, რომ გარემოზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ვახარისხებთ დღეს, რათა ხვალ უფრო სუფთა და ჯანსაღ გარემოში მიცხოვროთ. 2007 წელს ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ ნარჩენები და გაგზავნონ რეციკლირებისათვის. ჩვენი საქმიანობა ამ კანონის გამოძახებაა.