გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #10

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲐᲖᲐ ᲓᲐᲛᲔᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲝᲖᲣᲠᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

შემცირებული უთანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიკეთე რომელიც სკოლიდან იწყება- ჩვენ ვზრუნავთ!

ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მე- 8 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის თამილა ტოროტაძის და კლასის ხემძღვანელის ლია მურვანიძის ხემძღვანელობით 2026 წლის 21 ოქტომბერს განახორციელეს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი სახელწოდებით " ჩვენ ვზრუნავთ", რომლის მიზანი იყო მარტოხელა ხანდაზმული ადამიანის დახმარება და მისთვის ყურადღების და თანადგომის გამოხატვა. მოსწავლეებისათვის ეს ინიციატივა მხოლოდ დახმარების გაწევა არ ყოფილა, ეს იყო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი ადამიანობაზე, პასუხისმგებლობაზე, თანაგრძნობასა და სხვისი მდგომარეობის გაზიარებაზე. ეს 1 ოქტომბრის გამოძახილია, დღე რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ უფროსი თაობის პატივისცემა, მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლოს, ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდება ჩვენი ყურადღება. მადლობა თითეულ მოსწავლეს, რომელმაც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა, მათი საქციელი ნათელი მაგალითია იმისა რომ სიკეთე გადამდებია და პატარა ნაბიჯით დიდი ადამიანური ღირებულებების დამკვიდრება შეგვიძლია.

იტვირთება…