ეკო კლუბი "მზიანი სამყარო" ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის კონკურსში!
ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელობის ქალაქ ტყიბულის #4 საჯარო სკოლის ეკო კლუბი " მზიანი სამყარო" აქრიურად მონაწილეობს ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის კონკურში.
კონკურსის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ეკო კლუბის მონაწილე წევრებთან, რომლის მიზანი იყო სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა, ახალი იდეების გაზიარება და გარემოსდაცვითი ინიციატივების განსაზღვრა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს დაგეგმილ აქტივობებზე, გამოავლინეს საინტერესო იდეები, დასახეს პრიორიტეტული მიმართულებები და გადაინაწილეს სამომავლო საქმიანობის პასუხისმგებლობები.
ჩვენი მთავარი მიზანია, თითეული აქტივობით ხელი შვუწყოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვას, მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას და მოსწავლეებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობების გაძლიერებას. გვჯერა რომ ერთობლივი ძალისხმევით, შემოქმედებითი იდეებითა და აქტიური ჩართულობით შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ჩვენი სკოლის და თემის სასიკეთოდ, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ ხვალ.