კონფერენციის „მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი“ საინფორმაციო შეხვედრა
ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა, ლიზიმ და მარიმ, 4 ნოემბერს ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობის მსურველებს გააცნეს ეკოკლუბის მიერ დაგეგმილი კონფერენცია „მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, ისაუბრეს კონფერენციის მიზნებზე, ძირითად მიმართულებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. კონფერენციაში მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 50-მდე მოსწავლის ჩართვა იგეგმება. მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილებას გარემოსდაცვითი განათლებისა და ზოგადად სასწავლო პროცესის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ეკოლოგიური პრობლემების კვლევის, ბიომრავალფეროვნების შესწავლის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის დამუშავებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში. აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში ციფრული და მედიაწიგნიერების განვითარება, ტექნოლოგიების პასუხისმგებლობიანი გამოყენების ხელშეწყობა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. შეხვედრამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინფორმირებასა და კონფერენციაში აქტიური მონაწილეობის წახალისებას.