გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #3

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ზრუნვა თაობებზე — ეკოკლუბის სოციალური ინიციატივა

ეკოკლუბის წევრებმა სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის ფარგლებში სოფელში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები მოინახულეს და ზამთრისთვის გირჩისა და მოცვის მურაბები უსახსოვრეს. მოსწავლეებმა გაითვალისწინეს მაღალმთიან რეგიონში ზამთრის მკაცრი პირობები და ხანდაზმულების საჭიროებები, განსაკუთრებით გაციების სეზონზე.

ვიზიტის ფარგლებში ეკოკლუბელები ხანდაზმულებს გაესაუბრნენ, მოიკითხეს მათი მდგომარეობა და ჩაინიშნეს ინდივიდუალური საჭიროებები, რათა საახალწლოდ მათზე მორგებული დახმარება დაგეგმონ. ინიციატივა ერთჯერადი საქველმოქმედო აქტივობით არ შემოიფარგლება და მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების სისტემატურ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბმა ამ აქტივობით ერთმანეთს დაუკავშირა მწვანე მეწარმეობა და სოციალური პასუხისმგებლობა, რითაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას სოციალური სიკეთის შექმნაც შეუძლია.

აქტივობის მიზანია მოსწავლეებში ემპათიის, მოხალისეობის კულტურის, თაობათაშორისი სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება, ასევე ადგილობრივ თემში ზრუნვისა და ურთიერთდახმარების კულტურის გაძლიერება.

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

აქტივობა: „ნუ დაწვავ ფოთლებს — აქციე ისინი სასარგებლო რესურსად!“

წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „დედამიწელები“ წევრებმა 12 ნოემბერს განახორციელეს გარემოსდაცვითი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფოთლების დაწვის მავნე ზემოქმედებისა და მათი კომპოსტირების სარგებლობის შესახებ.

აქტივობის პირველ ეტაპზე ეკოკლუბელებმა გამოყენებული ქაღალდის გადამუშავებით საკუთარი ხელით დაამზადეს ახალი ფურცლები, რომლებზეც განათავსეს საინფორმაციო სლოგანი ფოთლების დაწვის მავნებლობისა და კომპოსტირების უპირატესობების შესახებ.

შემდეგ მოსწავლეებმა სოფელში კარდაკარ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მათ მოსახლეობას დაურიგეს ხელნაკეთი ფურცლები და სიტყვიერად აუხსნეს, რომ ფოთლების დაწვისას გამოყოფილი კვამლი აბინძურებს ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამავდროულად, გააცნეს ალტერნატიული გზა — ფოთლების კომპოსტირება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ნიადაგისთვის სასარგებლო ორგანული მასალის მიღება.

აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი ცოდნა პრაქტიკულ მოქმედებად აქციეს: თავად შექმნეს მეორეული რესურსისგან საინფორმაციო მასალა, უშუალოდ დაუკავშირდნენ თემის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყვეს გარემოსთვის უფრო უსაფრთხო ქცევის პოპულარიზაციას.

აქტივობის მიზანი იყო ფოთლების დაწვის პრაქტიკის შემცირების ხელშეწყობა, კომპოსტირების წახალისება, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და პასუხისმგებლიანი მოხმარების კულტურის განვითარება, ასევე მოსწავლეებში კომუნიკაციის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი ადვოკატირების უნარების გაძლიერება.

აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს — ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მე-12 მიზანს — პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება და მე-13 მიზანს — კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები.

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 03

: „ტყის ნობათი“ – ეკომეწარმეობის განვითარება და ადგილობრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

ჩვენმა ეკოკლუბმა ეკოპროდუქტების ასორტიმენტს სექტემბრიდან ახალი პროდუქტები – მთის მოცვის მურაბა, ჟელე და ჩაი დაამატა. მოსწავლეები თავად აგროვებენ ადგილობრივ ტყეებში გავრცელებულ მოცვს, არჩევენ და ამზადებენ გადასამუშავებლად. პროდუქციის დამზადების პროცესში დასაქმებულია თემში მცხოვრები ორი ქალი, რომლებიც ეკოკლუბელების დახმარებით ამზადებენ მურაბასა და ჟელეს. პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის მიზნით მოსწავლეებმა შექმნეს Facebookგვერდი „ტყის ნობათი“, რომლის საშუალებითაც უკვე 100-მდე ქილა გაიყიდა. მიღებული შემოსავლის ნაწილი ხმარდება პროდუქციის დამზადებაში ჩართული ქალების ანაზღაურებას, ნაწილი კი ადგილობრივ თემში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას. ინიციატივა აერთიანებს მწვანე მეწარმეობას, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს სამეწარმეო, გუნდური მუშაობისა და ფინანსური მართვის უნარებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობიანი გამოყენება თემისთვის რეალური სოციალური და ეკონომიკური სარგებლის წყაროდ იქცეს.ეხმაურება კონკურსის მთავარ თემას

იტვირთება…