გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #17

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მოსწავლეთა მეორე რაიონული კონფერენცია „მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი

წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა მეორე რაიონული კონფერენცია „მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი“, რომელშიც 5 სკოლის 16 გუნდი მონაწილეობდა: მულახის, წვირმის, იფარის, ლატალისა და მესტიის №3 საჯარო სკოლებიდან.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა მოსწავლეთა პრეზენტაციებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების, დეზინფორმაციის ამოცნობის, ციფრული უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემებისა და საავტორო უფლებების დაცვის შესახებ, ხელოვნური ინტელექტის როლი გარემოს დაცვაში. მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს AI ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილი პროექტები და შემოქმედებითი ნამუშევრები.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული აქტივობა „ფოტოგამოცანა“, ინტერაქციული Kahoot ვიქტორინა და მონაწილეთა დაჯილდოება.

კონფერენციის პარტნიორები იყვნენ გამომცემლობები „ბიბლუსი“ და „ინტელექტი“, რომლებმაც მონაწილე სკოლების ბიბლიოთეკები საინტერესო და ღირებული წიგნებით გაამდიდრეს, რითაც ხელი შეუწყვეს მოსწავლეებში კითხვის კულტურისა და წიგნიერების განვითარებას.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერების, ციფრული მოქალაქეობისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების უნარების განვითარება. ღონისძიებამ ხელი შეუწყო თანატოლთა ურთიერთსწავლებას, სკოლათაშორის თანამშრომლობასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

ყველა ფოტო (10)
აქტივობა 02

ითვინინგის საერთაშორისო პროექტში ჩართვა

ჩვენი ეკოკლუბი გახდა პროექტის დამფუძვნებელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა eTwinning-ში „Green Ideas, Smart Money“, რომელიც აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებას, ცირკულარულ ეკონომიკას, მწვანე მეწარმეობასა და ფინანსურ წიგნიერებას. პროექტში მონაწილეობა ეკოკლუბისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაიზიაროს სხვა ქვეყნების სკოლების გამოცდილება და საკუთარი გარემოსდაცვითი ინიციატივები საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ნარჩენების შემცირების, რესურსების ხელახალი გამოყენების, მდგრადი მოხმარებისა და ეკომეგობრული სამეწარმეო იდეების განვითარებაზე. დაგეგმილია ერთობლივი კვლევები, ციფრული პროდუქტების შექმნა, ვიდეორგოლებისა და პოდკასტების მომზადება, ასევე საერთაშორისო შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების, შემოქმედებითი აზროვნების, ციფრული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკოკლუბის ადგილობრივი ინიციატივები საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილად იქცევა, რაც ახალი იდეების განხორციელებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის პერსპექტივას ქმნის.

იტვირთება…