გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #15

ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲬᲕᲘᲠᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

: „ტყის ნობათი“ – ეკომეწარმეობის განვითარება და ადგილობრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

ჩვენმა ეკოკლუბმა ეკოპროდუქტების ასორტიმენტს სექტემბრიდან ახალი პროდუქტები – მთის მოცვის მურაბა, ჟელე და ჩაი დაამატა. მოსწავლეები თავად აგროვებენ ადგილობრივ ტყეებში გავრცელებულ მოცვს, არჩევენ და ამზადებენ გადასამუშავებლად. პროდუქციის დამზადების პროცესში დასაქმებულია თემში მცხოვრები ორი ქალი, რომლებიც ეკოკლუბელების დახმარებით ამზადებენ მურაბასა და ჟელეს. პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის მიზნით მოსწავლეებმა შექმნეს Facebookგვერდი „ტყის ნობათი“, რომლის საშუალებითაც უკვე 100-მდე ქილა გაიყიდა. მიღებული შემოსავლის ნაწილი ხმარდება პროდუქციის დამზადებაში ჩართული ქალების ანაზღაურებას, ნაწილი კი ადგილობრივ თემში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას. ინიციატივა აერთიანებს მწვანე მეწარმეობას, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს სამეწარმეო, გუნდური მუშაობისა და ფინანსური მართვის უნარებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობიანი გამოყენება თემისთვის რეალური სოციალური და ეკონომიკური სარგებლის წყაროდ იქცეს.ეხმაურება კონკურსის მთავარ თემას

აქტივობა 02

კეცხოველის პრემია 2027

კეცხოველის პრემიის ფარგლებში 4 ნოემბერს ეკოკლუბის წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კონკურსის ძირითადი მიმართულებების გაცნობა, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და მოსწავლეთა იდეების განხილვა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცირკულარულ ეკონომიკას, ნარჩენების შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და გადამუშავებას. ასევე განვიხილეთ კონკურსის მთავარი თემა – „ტყეები, ხეობები და მცენარეები“, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესწავლას, ტყის ეკოსისტემების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას. მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, მდგრადი განვითარების მიზნებსა და თემის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გამოიკვეთა ისეთი პრიორიტეტებიც, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, წარმოადგინეს ინიციატივები და განსაზღვრეს სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევით, პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი კომპეტენციების განვითარებას, ისე ადგილობრივ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.

იტვირთება…